Jane Austen - Emma -,,ემა ''
“ ემა” ჯეინ ოსტინის მეხუთე რომანია, რომელიც მან 1816 წელს დაწერა.
მართალია ეს რომანი ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს როგორც ,, სიამაყე და
ცრურწმენა’’, მაგრამ კრიტიკოსები მას ნამდვილ
შედევრად მიიჩნევენ.
ემა
ვუდჰაუზი, ინგლისური
სოფლის წარჩინებული
ოჯახის უმცროსი
ქალიშვილი და ყოველ მხრივ
სამაგალითო გოგონაა:
კეთილშობილური წარმომავლობის,
ლამაზი, ჭკვიანი,
გულისხმიერი.კეთილმოწყობილი
სახლისა და
ხალისიანი გუნების
პატრონი,
21 წლის, ტკივილის,
ფორიაქის და
დარდის არმცოდნე
- ასეთია ჯეინ
ოსტინის ემა
რომანის დასაწყისში.
რომანი, რომელიც
ვიქტორიანულ ინგლისში
დაიწერა, მაგრამ
დღემდე პოპულარული
და თანამედროვეა.
რადგან ეს
არის წიგნი
ყველა იმ
ყმაწვილ ქალზე, რომელიც
ცხოვრობდა გუშინ
და იცხოვრებს
ხვალ, მის
გრძნობებსა და
განცდებზე, სიძულვილსა
და სიყვარულზე,
ადამიანურ ურთიერთობებზე
და იმ
ბუნებაზე, რასაც
არც სივრცე
ცვლის და
არც დრო.
საზოგადოება, რომლის ნაწილიც ემაა, ასე ვთქვათ შეზღუდული მსოფლმხედველობით ხასიათდება. ეს იგივე
მე-19 საუკუნის პროვინციული ინგლისია, ჯეინ
ოსტინის რომანების მუდმივი ქრონოტოპი. რომანი
არ სცდება ჰაიბურგის მიდამოებს. ხალხიც
საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან და ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის თაობაზე. სწორედ
ასეთ კამერულ, ჩაკეტილ სამყაროში ვითარდება რომანის პერიპეტიები.
ვიქტორიანული ეპოქის ინგლისურ პროვინციაში, სადაც ემა ცხოვრობს, დრო ძალიან ნელა, მშვიდად გადის და შესაბამისად, ეს რომანიც მკითხველს აბრუნებს ისეთ გრძელ, უზრუნველ დღეებში, როგორებიც ყველაზე მეტად ალბათ ბავშობასთან ასოცირდება.

ემა მამასთან ერთად ცხოვრობს ჰარტფილდში. იგი ძალიან მზრუნველია მისი ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით კი მამის რომელსაც ის თავს ევლება. ემას მთელი გულით უყვარს მამა და ყველაფერს აკეთებს მისი კეთილდღობისათვის. მის ოჯახს მყარი სოციალური სტატუსი აქვს ქალაქში და მათი სახლიც მეტად მდიდრულია.
ქორწინება ამ დროში სიყვარულის ნაცვლად სოციალურ სტანდარტებს ემყარება. ქალს არ ჰქონდა საკმარისი განათლება. მშობლები მათ მხოლოდ საოჯახო საქმეებს ასწავლიდნენ და იმას თუ როგორ გამხდარიყვნენ კარგი ცოლები. სოციალური
კანონები თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქორწინება მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ახალგაზრდა
ქლებისათვის .
ემას შეძლებული
ახალგაზრდა ქალია, რომელსაც შეუძლია
უარი
თქვას
შემოთავაზებეზე
ქორწინებასთან
დაკავშირებით.
სხვა
ქალებს
კი
ნაკლებად
აქვთ
ამის
იღბალი.ასევე მას გაცნობიერებული
აქვს
პოზიცია
რომელიც
საზოგადოებაში უჭირავს
და
გადაწყვიტა
მამასთან
დარჩეს.
შემდეგი ციტატა გვიჩვენებ
თუ რას ფიქრობს ემა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით:
,,Fortune I do not want; employment I do not
want; consequence I do not want. I believe few married women are half as much
mistress of their husband's house as I am of Hartfield; and never, never could
I expect to be so truly beloved and important; so always first and always right
in any man's eyes as I am in my father's. ‘’(Chapter 10, page.75) Emma
Comments
Post a Comment