ელიზაბეტ ბენეტი ,,სიამაყე და ცრურწმენა''
დიდი ინგლისელი მწერალი ქალი, რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი- ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები), არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც. სწორედ ამიტომ, იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს, საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა. ჯეინ ოსტინის მიერ 1813 წელს დაწერილი ბრწყინვალე რომანი-“სიამაყე და ცრურწმენა, რომელიც კრიტიკოსების მიერ სასიყვარულო ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებად იქნა აღიარებული ლიტერატურის ისტორიაში, ავტორი _“თავის უსაყვარლეს შვილს’’ უწოდებდა. აღნიშნუილი რომანის გამოქვეყნებაზე , თავდაპირველად გამომცემლობებმა სასტიკი უარი განაცხადეს იმ მიზეზეთ, რომ მისი სიუჟეტი ერთობ მოსაწყენი და არამნიშვნელოვანი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ოსტინმა მისი გამოქვეყნება მაინც მოახერხა, თუმცა ნაწარმოებს დიდი წარმატება წილად არ ხვდომია. ოსტინის შემოქმედება , ისევე როგორც მისი ხასიათი ინდივიდუალორბითგამოირჩევა , რაც კარგად აისახა მის ქალ პერსონაჟებში.
ბენეტების ოჯახში ხუთი ქალიშვილია. ელიზაბეტი რომანის ცენტრალურ გმირად გვევლინება. იგი გარკვეულწილად, თავად ჯეინ ოსტინის ბევრ თვისებასაც
ატარებს. ელიზაბეტი რომანტიულია, მაგრამ ამასთან
მყარი და მტკიცე ხასიათიც აქვს,რაც მის გონიერებასა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარს
ერწყმის. იგი დომინანტური ფიგურაა როგორც საკუტარ ოჯახში, ასევე მთელს ნაწარმოებში.
დებ ბენეტებში იგი ყველასაგან გამოირჩევა, ამიტომაც იხიბლება დარსი მისი პიროვნებით.
ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება ბინგლი — ჯეინსა
და დარსი — ელიზაბეტს შორის სრულად შეესაბამება მათ ხასიათს. პირველი წყვილის ურთიერთკავშირი სავსეა სიცხადითა
და უშუალობით, ორივე უბრალო და მიმნდობია (სწორედ ამ თვისებების ნიადაგზე აღმოცენდება
მათი ორმხრივი გრძნობა , შემდეგ კი იგივე მიმნდობი ბუნება გახდება მათი დაშორებისა
და ბოლოს ისევ ერთად შეყრის მიზეზი). ელიზაბეტსა და დარსისთან ყველაფერი სრულიად სხვაგვარად
მიმდინარეობს: მიზიდულობა-განზიდულობა, ურთიერთსიმპათია და ასევე ცხადი ურთიერთ არმოწონება;
ერთი სიტყვით, ამ წყვილში ჭარბობს სწორედ ის „სიამაყე და მცდარი აზრი“, რომლებსაც პროტაგონისტებისათვის
უამრავი ტანჯვა და სულიერი ტკივილი მოაქვს. მათი პირველი შეხვედრა იმავწამს გამოხატავს
ურთიერთ ინტერესს, უფრო ზუსტად, ორმხრივ ცნობისმოყვარეობას. ორივე ერთნაირად გამორჩეულია:
როგორც ელიზაბეტი გამოირჩევა მკვეთრად ადგილობრივი ქალიშვილებისგან — მახვილი გონებით,
დამოუკიდებელი მსჯელობითა და შეფასებებით, ასევე დარსიც — აღზრდით, მანერებით, თავშეკავებული
ქედმაღლობით გამოირჩევა მერიტონში განსახლებული პოლკის ოფიცრების ბრბოსგან, სწორედ იმათგან, რომლებმაც თავისი მუნდირებითა
და ეპოლეტებით გონება დააკარგვინეს მის ბენეტის უმცროს ქალიშვილებს, ლიდიასა და კიტის.
თუმცა, ელიზაბეტის აღშფოთებას თავდაპირველად სწორედ დარსის ქედმაღლობა, მისი ხაზგასმული
სნობიზმი და ის ცივი თავაზიანობა იწვევს,რომელიც მახვილმა სმენამ შეიძლება შეურაცხყოფადაც
კი აღიქვას. რადგან ორივესათვის დამახასიათებელია სიამაყე, ეს მათ შინაგანად აახლოებს. მათი დიალოგი — იშვიათ
და შემთხვევითი შეხვედრებისას ბალებსა და სასტუმრო ოთახებში — ყოველთვის სიტყვიერი
დუელია, ორი გონებამახვილი და თანასწორი მოწინააღმდეგის დუელი — ყოველთვის თავაზიანი,
რომელიც არასოდეს არღვევს ზრდილობისა და საზოგადოებრივი პირობითობების საზღვრებს. გაცხარებული
პაექრობის დროსაც ელიზაბეტს შესწევს უნარი გამოხატოს თავისი ინტელექტი, დამოუკიდებლობა
და ძლიერი ბუნება, იგი მტკიცედ დგას თავისი უფლებების დასაცავად , ღიად საუბრობს საკუთარი
შეხედულებების შესახებ.ამასთან,ყოველთვის ხაზგასმით ამჟღავნებს საკუთარ ქალურ ბუნებას
და მისი პირდაპირობა ამ ქალურობას არასდროს ჩრდილავს. ელიზაბეტი ენდობა საკუთარ შემფასებლურ უნარს
, თუმცა ასევე უშვებს შცდომას მამაკაცის შეფასებისას, რადგანაც ის კარგად არ იცნობს
მას.ნაწარმოების დასაწყისში იგი არის ოცი წლის, დაუქორწინებელი. ელიზაბეტი მამის საუკეთესო
შვილად მიიჩნევა , თავისი ინტელიგენტურობისა
და კარგი იუმორის გრძნობის გამო. იგი ხშირად სარკაზმითაც გამოირჩევა იმ ადამიანების
მიმართ ვისაც იგი ხვდება და სისულელედ მიაჩნია მეორე შანსის მიცემა. როგორც სათაურიდან ჩანს ელიზაბეტი უნდა გაუმკლავდეს
საკუთარ მცდარ შეხედულებებს. იმ პერიოდში კი ახალგაზრდა ქალი გამოირჩევა კარგი განათლებით,
შეუძლია მსჯელობა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ, უკრავს ფორტეპიანოზე და შეუძლია
ცხენით ჯირითიც. თუმცა ამ ყოველივეს ის საკუთარ სახლში აკეთებს და არა გარეთ. მათ არ
ახასიათებთ ბევრი საუბარი, როგორც ელიზაბეტს
სჩვევია. ამიტომაც არის ელიზაბეტი მათგან გამორჩეული. რომანში მოქმედება
ტიპურ
ინგლისურ
პროვინციაში
მიმდინარეობს.
ჰარდფორდშირის
საგრაფოს
პატარა
ქალაქ
მერიტონში
სენსაციური
ამბავი
ჩამოდის:
მთელს
ოლქში
ერთ-ერთი უმდიდრესი მამული ნეზერფილდ-პარკი ცარიელი აღარ იქნება: იგი დაიქირავა მდიდარმა ახალგაზრდა კაცმა, დედაქალაქელმა არისტოკრატმა მისტერ ბინგლიმ. ყველა ზემოხსენებულ მის ღირსებას მიემატა კიდევ ერთი, ყველაზე არსებითი, ჭეშმარიტად ფასდაუდებელი ღირსება: მისტერ ბინგლი უცოლო იყო. და მთელი შემოგარენის დედებს ამ ცნობამგონება დიდი ხნით დაუბინდა და შეუშფოთა; განსაკუთრებით ეს შეეხო მისის ბენეტის გონებას (უფრო ზუსტად, ინსტინქტს). ხუმრობა ხომ არ არის — ხუთი ქალიშვილი! მაგრამ მისტერ ბინგლი მარტო არ არის, მას ახლავს დები და განუყრელი მეგობარი მისტერ დარსი. ბინგლი უბრალო, მიმნდობი, გულუბრყვილო, გახსნილი კაცია, არ ახასიათებს არანაირი სნობიზმი და მზადაა ყველა და ყოველი უყვარდეს. დარსი მისი სრული ანტიპოდია: ამაყი, ქედმაღალი, საკუთარი განსაკუთრებულობისა და რჩეული წრისადმი კუთვნილების შეგრძნებით სავსე. ეს ციტატა
ააშკარავებს დარსის გრძნობებს ელიზაბეთის მიმართ: "In vain I have struggled. It will not
do. My feelings will not be repressed. You must allow me to tell you how
ardently I admire and love you." (chapter 34, page.101) Pride and Prejudice
ელიზაბეტს შესწევს უნარი გამოხატოს თავისი ინტელიგენტურობა,
დამოუკიდებლობა და ძლიერი ბუნება. იგი მტკიცედ დგას თავისი უფლებების დასაცავად , ღიად
საუბრობს თავისი შეხედულებების შესახებ. ის ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი განსაკუთრებული ქალური ბუნება. თავისი
ეპოქის ქალთაგან განსხვავებით ელიზაბეტი არ
აიდეალებს ქორწინებას თუმცა დედამისის ერთდაერთი
მიზანი სწორედ ქალიშვილების დაქორწინებაა. ელიზაბეტის უმცროსს დებს ერთი სული აქვთ
როდის დადგება მათი ქორწინების დრო. ამ დროს კი ინგლისში იშვიათია ქორწინება , რომელიც
სიყვარულს ემყარება. ელიზაბეტს სურს დაქორწინდეს ისეთ მამაკაცზე რომელიც მას ეყვარება
და დააფასებს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც არ დაქორწინდეს. მისის ბენეტი კი გულმარტივი, სულმდარე და ცოტაც უმეცარიც გახლავთ,
ქალიშვილების გათხოვება ცხოვრების მიზნად აქცია და ამით ნამდვილად არაფრით არ განსხვავდება
თავისი დროისა და წრის „ოჯახის ქალთა“ აბსოლუტური უმრავლესობისაგან, მაშინ როცა ელიზაბეტის
ხასიათი,მეტყველება და ქმედებები სრულიად გაუგონარ და რევოლუციურ ამბავს წარმოადგენს
მისი წრის ქალიშვილებში. ინტელექტით, კეთილშობილი ბუნებითა და პიროვნული თვისებებით
ჯეინი დიდად არ ჩამორჩება დას,მაგრამ მას აკლია ლიზის შეუპოვრობა,უშიშრობა და პირდაპირობა-
ის, რაც ელიზაბეტ ბენეტის თვითმყოფადობას განსაზღვრავს.

Comments
Post a Comment