Posts

Showing posts from June, 2017

Jane Austen - Emma -,,ემა ''

Image
“ ემა” ჯეინ ოსტინის მეხუთე რომანია, რომელიც მან 1816 წელს  დაწერა.  მართალია ეს რომანი ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს როგორც ,, სიამაყე და ცრურწმენა’’, მაგრამ  კრიტიკოსები მას ნამდვილ შედევრად მიიჩნევენ.     ემა ვუდჰაუზი , ინგლისური სოფლის წარჩინებული ოჯახის უმცროსი ქალიშვილი და ყოველ მხრივ სამაგალითო გოგონაა : კეთილშობილური წარმომავლობის , ლამაზი , ჭკვიანი , გულისხმიერი . კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი , 21 წლის , ტკივილის , ფორიაქის და დარდის არმცოდნე - ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში .     რომანი, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა , მაგრამ დღემდე პოპულარული და თანამედროვეა . რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ყმაწვილ ქალზე , რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ , მის გრძნობებსა და განცდებზე , სიძულვილსა და სიყვარულზე , ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ ბუნებაზე , რასაც არც სივრცე ცვლის და არც დრო .   საზოგადოება, რომლის ნაწილიც ემაა...

Fanny Price -ფანი ფრაისი ,, მენსფილდ პარკი''

Image
„მენსფილდ პარკი“   ჯეინ ოსტინის   მესამე რომანია, რომელიც 1814 წელს გამოქვეყნდა. რომანი მოგვითხრობს ისტორიას   ფანი პრაისის შესახებ, თუ როგორ აშვილებენ მას 10 წლის ასაკში და   გზავნიან მდიდარ ბიძიასა და ბიცოლასთან. .ფანი მეორეა ათ დედმამიშვილს შორის. მის მშობლებს   უჭირდათ ამდენი ბავშვის გაზრ და, ამიტომაც ბიძიასა და ბიცოლას მხრიდან ეს ერთგვარ ქველმოქმედებასაც ჰგავდა.   გოგონას მუდამ შეახსენებენ რომ მდიდარ ბიძაშვილებთან შედარებით ის დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელია: , ,I should wish to see them very good friends, and would, on no account, authorise in my girls the smallest degree of arrogance towards their relation; but still they cannot be equals. Their rank, fortune, rights, and expectations will always be different. It is a point of great delicacy, and you must assist us in our endeavours to choose exactly the right line of conduct.’’ (chapter 1)   ფანის ისტორია   გამოხატავს ოსტინის თანაგრძნობას   ბავშვების გრძნობებთან და...

ელიზაბეტ ბენეტი ,,სიამაყე და ცრურწმენა''

Image
        დიდი ინგლისელი მწერალი ქალი, რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის      ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი- ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები), არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც. სწორედ ამიტომ, იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს, საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა. ჯეინ ოსტინის მიერ 1813 წელს დაწერილი ბრწყინვალე რომანი-“სიამაყე და ცრურწმენა, რომელიც კრიტიკოსების მიერ სასიყვარულო ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებად იქნა აღიარებული ლიტერატურის ისტორიაში, ავტორი  _“თავის  უსაყვარლეს შვილს’’ უწოდებდა.  აღნიშნუილი რომანის გამოქვეყნებაზე , თავდაპირველად გამომცემლობებმა სასტიკი უარი განაცხადეს იმ მიზეზეთ, რომ მისი სიუჟეტი ერთობ მოსაწყენი და არამნიშვნელოვანი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ოსტინმა მისი გამოქვეყნება მაინც მოახერხა, თუმცა ნაწარმოებს დიდი წარმატება წილად არ ხვდომია. ოსტინის შემოქმედება , ისევე რო...