Jane Austen - Emma -,,ემა ''

“ ემა” ჯეინ ოსტინის მეხუთე რომანია, რომელიც მან 1816 წელს დაწერა. მართალია ეს რომანი ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს როგორც ,, სიამაყე და ცრურწმენა’’, მაგრამ კრიტიკოსები მას ნამდვილ შედევრად მიიჩნევენ. ემა ვუდჰაუზი , ინგლისური სოფლის წარჩინებული ოჯახის უმცროსი ქალიშვილი და ყოველ მხრივ სამაგალითო გოგონაა : კეთილშობილური წარმომავლობის , ლამაზი , ჭკვიანი , გულისხმიერი . კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი , 21 წლის , ტკივილის , ფორიაქის და დარდის არმცოდნე - ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში . რომანი, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა , მაგრამ დღემდე პოპულარული და თანამედროვეა . რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ყმაწვილ ქალზე , რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ , მის გრძნობებსა და განცდებზე , სიძულვილსა და სიყვარულზე , ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ ბუნებაზე , რასაც არც სივრცე ცვლის და არც დრო . საზოგადოება, რომლის ნაწილიც ემაა...